პროკურორი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე – მზად ვართ უზრუნველვყოთ ოჯახის ჩართულობა და მოვისმინოთ მათი ნებისმიერი მოსაზრება თუ წინადადება

ამირან გულუაშვილის თქმით, გიორგი სანაიას მკვლელობის განახლებული გამოძიების ფარგლებში მის ოჯახს მიეცა საშუალება გასცნობოდა საქმის მასალებს და გამოეთქვა ნებისმიერი მოსაზრება, რაც ხელს შეუწყობდა კონკრეტული გარემოებების დადგენას.

პროკურორის თქმით, უკვე გამოიკითხნენ სანაიას ძმა და მეუღლე.

„მათ ისაუბრეს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე, შესაძლო ვერსიებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ და ამ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება სისხლის სამართლის მასალების გაცნობას, მათ ისარგებლეს ამ უფლებით და ჩვენ გამოძიების საწყისი ეტაპიდან დღემდე ყოველთვის გამოვთქვამდით მზადყოფნას ისინი ჩართულიყვნენ სისხლის სამართლის საქმეში, გასცნობოდნენ დამატებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებს შედეგებს, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებით. ბუნებრივია, დღესაც მზად ვართ უზრუნველვყოთ ოჯახის ჩართულობა განახლებული გამოძიების ფარგლებში და მოვისმინოთ მათი ნებისმიერი მოსაზრება თუ წინადადება განსახორციელებელ გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები