მსურს გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ყირიმის ჩათვლით, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენი ვიზიტი მგრძნობიარე პერიოდს დაემთხვა. სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუგისმგებლო განცხადება, ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებული სცენარები აუძლურებენ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. მომწონს უკრაინის პრეზიდენტის მესიჯები, რომელსაც საღი აზრი აქვს და პრიორიტეტს დიალოგს ანიჭებს“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ კრიზისი მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით დასრულდება, მინსკის შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში თურქული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.