ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპარლამენტარი, საქართველოს შესახებ მომხსენებელი, სვენ მიქსერი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.

მიქსერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ინფორმაცია მიაწოდა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ხურვალეთში.

სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების და მათ კონკრეტულ, ყოველდღიურ შედეგებზე, მათ შორის, მაგალითად, შემთხვევებზე, როდესაც მათ არ შეუძლიათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა საპენსიო სარგებლის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები