აშშ-ის საელჩო: ამ დრომდე, ამერიკამ უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა

აშშ-ის საელჩო საქართველოში, უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა სამხედრო დახმარების მეექვსე ნაწილი – 84 ტონა საბრძოლო მასალა

“ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის გზა ბევრად გვირჩევნია, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რაც მის საზღვრებთან შეკრებილი რუსეთის მასიური სამხედრო ძალის წინააღმდეგ თავდაცვისთვისაა საჭირო. ამ კვირაში, უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მეექვსე გზავნილი, 84 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. ამ დრომდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა”, – წერს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები