პანდემიის დაწყებიდან 1-ელ იანვრამდე ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს
კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში 10 687 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
ანგარიშის მიხედვით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
„კოვიდ-19 ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იყო 129 341 ორსული. 2020 წელს 66 359, 2021 წელს – 62 982. ორსულებში კოვიდ-19 -ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 10 687-ს შეადგენს. ორსულთა ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი 8,2%-ია. მათ შორის, 2020 წელს 3362, 2021 წელს კი – 7326.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებული შემთხვევების წილი მაღალია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.
ასაკის მატებასთან ერთად, ორსულებში იზრდება ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით აცრილების, ისე – სრულად ვაქცინირებულების“, – ნათქვამია ანგარიშში.