გია ვოლსკი: რუსი ოპოზიციონერი თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე უნდა, მით უფრო, თუ მხარს უჭერს ოკუპაციას
“რუსი ოპოზიციონერი თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე უნდა, მით უფრო, თუ მხარს უჭერს ოკუპაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ დიმიტრი გუდკოვთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ეს არის პიროვნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.
“რუსი ოპოზიციონერი თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის რაიმე სიკეთე უნდა, მით უფრო, თუ მხარს უჭერს ოკუპაციას და მხარს უჭერს ხალხს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ქმედით პოზიციას აყალიბებს. ხავსი, რომელსაც ქმნიან, მოჭიდებისთვის ნამდვილად არ ვარგა, რაც ამ ვითარებაში “ნაციონალური მოძრაობას“ ნამდვილად სჭირდება. კონკრეტული პირი მოდის და აქვს კონკრეტული გეგმა, რომ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესებს შეუწყოს ხელი, ამავე დროს ეს ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე. ბევრი ოპოზიციონერია რუსეთის საზოგადოებაში, რომელიც თავს იმით იწონებდა, რომ განცხადებებს აკეთებდა საქართველოს დედაქალაქის დაბომბვის აუცილებლობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს.