თამარ ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილზე: მთავრობაში რომ მოვალ, მონოპოლიებს ავკრძალავო, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი
“ტაბულას” დამფუძნებელი და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება.
„სააკაშვილის “პროგრამა” წავიკითხე. პოლიტიკაში მონოპოლიები უნდა აიკრძალოსო – ვისაც ბევრი ფული აქვს, პოლიტიკის დაფინანსება უნდა აეკრძალოსო. ახლა სააკაშვილი ოპოზიციაშია და ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია. ამისთვის იყენებს ყველანაირ რესურსს, რაც დარჩა. ყველას აქრობს, მას დაქვემდებარებული მედიებიდან მის გარდა, რომ ხელოვნურად შეინარჩუნოს პირველობა და სხვა არავინ გაძლიერდეს. მთელი ოპოზიციური ტელემედია მონოპოლიზებული აქვს, 2014 წლიდან მისი კონტროლის მიღმა აქტორების გაქრობას ცდილობს მისი მედიების გამოყენებით და მთავრობაში რომ მოვალ, მონოპოლიებს ავკრძალავო, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.