ბადრი ჯაფარიძე: სვენ მიქსერთან შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა, ასევე, საუბარი იყო რეზოლუციაზე

“სვენ მიქსერის ამოცანაა, შეკრიბოს სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მმართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიების პოზიციები გაიგოს, სად არის პრობლემა”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასაც.

“შეხვედრაზე შევეხეთ იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა, ასევე, საუბარი იყო რეზოლუციაზე, რომელიც მიღებული იყო ცალმხრივად „ქართული ოცნების“ მიერ, ამ შემთხვევაშიც არანაირი მცდელობა არ გვქონია მმართველი პარტიის მხრიდან კონსენსუსის მიღწევის და მივიღეთ რეზოლუცია, რომელსაც ოპოზიციამ მხარი ვერ დაუჭირა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები