საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 326 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები