წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება

შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ორგანიზებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებლი ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი, საერთაშორისო (ევროპული) სტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი მოინახულეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის იმ ძირითადი სტანდარტების გაცნობა, რომლის გათვალისწინებით აშენდება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ვიზიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკისა და სტანდარტების შესახებ.

აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის იმ ძირითადი სტანდარტების გაცნობა, რომლის გათვალისწინებით აშენდება ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ვიზიტი ინფორმატიულ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა დეტალურად დაათვალიერეს ახალი რეგინული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი, ადგილზე გაეცნენ ობიექტის საერთაშორისო (ევროპულ) სტანდარტებით მშენებლობისა და სამომავლო ოპერირების მნიშვნელობას და ობიექტზე დაცულ უსაფრთხოების ნორმებს.

ღონისძების ფარგლებში გამართული შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსახლეობას შეეძლო დაესვა თანამედროვე ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისა და სამომავლო ოპერირების შესახებ ყველა სახის შეკითხვა და დაეთვალიერებინა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის ახალი ობიექტის მშენებლობა, ,,ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში განხორციელდება, რომელიც ასევე მოიცავს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას, მუნიციპალიტეტების აღჭურვას ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით და ქუთაისის არსებული ნაგავსაყრელის (“ნიკეას”) სტანდარტების შესაბამისად დახურვას, ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. პროექტის განხორციელების შედეგად, საპროექტო რეგიონებში გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან პროგრამის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტია CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები