“ლელოს” წევრები კიევში გაემგზავრნენ
“ლელოს” წევრები, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში გაემგზავრნენ.
პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, მკაფიო გზავნილი იქნება ის, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას.
“შეხვედრებია დანიშნული ხვალ რადაში, ვხვდებით როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფრაქციებს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები “ენჯეო” სექტორთან. ყველაზე მთავარი გზავნილი, რითაც ჩვენ მივდივართ, არის ის, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან”, – განაცხადა ხაზარაძემ.