“ლელო” სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარტია “ლელო-საქართველოსთვისაც” დაუჭერს მხარს.
შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, “ლელო” სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნასაც დაუჭერს მხარს.
„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება პარლამენტში იძლევა საშუალებას, იყოს საჭირო რაოდენობით მხარდამჭერი უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიებმა დაიწყოს მუშაობა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა და საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს. პარტიას კომისიის შესაქმნელად დამატებით 20 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.