მომღერალს და მუსიკის პედაგოგს, გულიკო კარიაულს 75 წელი შეუსრულდა
ღვაწლმოსილი მომღერლისა და მუსიკის პედაგოგის, გულიკო კარიაულის 75 წლის იუბილეა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს გულიკო კარიაულს იუბილეს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„გულიკო კარიაული წლების განმავლობაში დაკავებული იყო როგორც შემოქმედებითი, ისე პედაგოგიური საქმიანობით ვოკალის მიმართულებით. წლების განმავლობაში იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი, ასევე – საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. მუსიკოსი თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში 1978-1985 წლების განმავლობაში პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული, ხოლო 1982-2000 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ. ასევე, გულიკო კარიაული 1986 წლიდან გახდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგიც, ხოლო 2007 წლიდან – სრული პროფესორი. 2006 წლიდან იგი ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგიც არის.
გულიკო კარიაულის მოწაფეები ისეთი წარმატებული და გამოჩენილი მუსიკოსები იყვნენ, როგორებიც არია:ნ სოფიო გორდელაძე, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე და არაერთი სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.