მიხეილ დაუშვილი “ქართულ ოცნებას”: როდესაც ერთდროულად პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და ამას ემატება მძიმე მდგომარეობა რეგიონში,რომლის მთავარი საფრთხეც არის რუსეთი, ჩნდება კითხვა – თქვენი გეგმა რა არის?

როდესაც ერთდროულად პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და ამას ემატება მძიმე მდგომარეობა რეგიონში,რომლის მთავარი საფრთხეც არის რუსეთი, ჩნდება კითხვა – თქვენი გეგმა რა არის? – ამის შესახებ მიხეილ დაუშვილმა  პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარი მიდის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ საუბარი არ მიდის კოვიდზე, უმუშევრობაზე, ინფლაციაზე.

“ჩვენ, დღეს, ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ თითქმის არაფერს ვამბობთ ადამიანზე და ადამინების საჭიროებებზე და ეს ეხება ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას. ჩვენ არაფერს ვამბობთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და ამ პრობლემებთან უწევთ გამკლავება. როგორიც არის კოვიდი, უმუშევრობა, ინფლაცია და ა.შ. ყოველდღიურად კოვიდინფიცირების მაჩვენებელი რამდენიმე ათეულ ათასზე ავიდა, გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ ძალიან მაღალია და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამით მსოფლიოში. მაგალითისთვის თუ ავიღებთ 2021 წლის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად 117 ადამიანი კარგავდა სამსახურს, შესაბამისად ამდენივე ოჯახი რჩებოდა შემოსავლის წყაროს გარეშე. ყოველდღიურად საშუალოდ 280-მდე ადამიანი მიდიოდა საზღვარგარეთ, იმისთვის, რომ ერჩინა საკუთარი ოჯახი და მუშაობის შედეგად აქ გამოეგზავნა თანხა. ის, რომ ყოველდღიურად საარსებო შემწეობის რიცხვი იზრდებოდა 290 ადამიანზე მეტი ადამიანით.

იმის გათვალისწინებით, რომ შარშან, განსაკუთრებით ბოლო 6 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი გვქონდა 2 ნიშნა და საერთოდ დეკემბრში 14% გვქონდა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების რეკორდიც მოვხსენით, სამწუხაროდ, ნეგატიურ კონტექსტში. რაც ნიშნავს, იმას, რომ გაძვირდა ფასები ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, სურსათზე, საწვავზე, მედიკამენტებზე და ა.შ. გაიზარდა კომუნალური გადასახადები, რაც ცალსახად მძიმედ დააწვება ჩვენს მოსახლეობას. უფრო მეტიც, ზოგადად დიდ სურათს რომ შევხედოთ, ინვესტიციების რაოდენობა არის ძალიან შემცირებული და შეიძლება ითქვას, რომ განულებულია უცხოელთა მიერ წილობრივი მონაწილეობა ადგილობრივ კომპანიებში” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, როგორც ოცნება დღეს მოქმედებს, მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და მოქალაქე აბსოლუტურად დავიწყებულია.

“სამწუხარო რეალობა არის, რომ ჩვენ ვართ სპირალში, როდესაც ერთდროულად მიდის ორი დიდი კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური კრიზისი და ამას ემატება ძალიან მძიმე მდგომარეობა რეგიონში. რომლის მთავარი საფრთხეც არის რუსეთი. და ამის ფონზე ჩნდება ორი საკითხი, თქვენი გეგმა რა არის? აი მაგალითად წლის ბოლოს დაჩქარებულ ვადებში ჰო მოიცალეთ, სახელმწიფო ინსფექტორის გაუქმებისთვის, მოიცალეთ მოსამართლეების დანივნისთვის და კიდევ ბევრი სხვა საკითხვისთვის მოიცალეთ, მაგრამ გეგმისთვის რატომ ვერ მოიცალეთ? ხალხს რას ეუბნებით, რას ეუბნებით მათი ყოველდღიური პრობლემების გადჭრისთვის, გეგმა რა გაქვთ?

მეორე – გასაგებია, რომ ჩვენ აზრთა თანხვედრა არ გვაქვს შიდა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ოცნება დღეს მოქმედებს და იქცევა, ეს ყველაფერი მიმართულია ძალაუფლების შენარჩუნებაზე და მოქალაქე და მისი ინტერესები აბსოლუტურად დავიწყებულია. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ რთულია, კონსესუსის მიღწევა ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის უკრაინის შემთხვევა, პირდაპირი იმის ხაზგასმით, თუ ვინ არის აგრესორი და ესკალაციის წყარო,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები