გიორგი ხელაშვილი: ვფიქრობთ, მკაფიო და გასაგები რეზოლუციაა
„ვფიქრობთ, მკაფიო და გასაგები რეზოლუციაა”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეზოლუციიდანაც ჩანს, არის დაძაბულობის შემცირება, რომ როგორმე ავირიდოთ თავიდან კატასტროფა. ეს განსხვავება თქვენთვის შეიძლება, უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება 2014 წლის რეზოლუციებსა და დღევანდელ რეზოლუციას შორის”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
მან კოლეგებს აქვე შეახსენა ის ფაქტიც, რომ უკრაინასთან დაკავშირებით 2014 წელს მიღებულ რეზოლუციებს, რომლებიც იყო რეაგირება მომხდარზე – ეს შეეხებოდა მიმდინარე ანექსიას ყირიმში და უკვე სექტემბერში შეეხებოდა სამხედრო ვითარების გამწვავებას, მხარი დაუჭირა “ქართულმა ოცნებამ” და მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ”.