ტარიელ ნაკაიძე – „თავისუფლება უკრაინას! მშვიდობა უკრაინას!”
პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
„რუსეთი არის ოკუპანტი! ამის შინაარსობრივი მტკიცებულება მნიშვნელოვანია. როდესაც პარლამენტის დარბაზში შემოგყავს გავრილოვი და რუს ოპოზიციონერს საქართველოში არ უშვებ, ესეც თქვენი დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოხატულებაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფაქტებს გავუსწოროთ თვალი და მეგობართან ვიყოთ მეგობარი. თავისუფლება უკრაინას! მშვიდობა უკრაინას!”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.