ხელოვნების სასახლის მუზეუმი, რეექსპოზიციის გამო, დამთვალიერებლებისთვის 10 თებერვლამდე დაიხურა
საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.
„გაცნობებთ, რომ ხელოვნების სასახლეში მიმდინარეობს რეექსპოზიციია, რომელიც მოიცავს, როგორც არსებული კოლექციების გადახალისებას, ასევე ახლად შეძენილი დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშების სამუზეუმო სივრცეში განთავსებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის, დამთვალიერებლისათვის 10 თებერვლამდე მუზეუმი დახურული იქნება.
10 თებერვალს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე წარმოგიდგენთ მოდერნისტი ფერმწერის, გრაფიკოსის, კარიკატურისტის, თეატრისა და კინოს მხატვრის ვალერიან სიდამონ- ერისთავის (1889-1943) გამოფენას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.