მიხეილ სარჯველაძე – “ნაცმოძრაობაზე”: კვლავ შეინარჩუნებენ დესტრუქციულ დღის წესრიგს

 

„დიდი ხნის განმავლობაში თავპატიჟი გამოიდეს და საზოგადოებას ამადლიდნენ პარლამენტში შესვლას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტია დესტრუქციულ დღის წესრიგს შეინარჩუნებს.

„დიდი ხნის განმავლობაში თავპატიჟი გამოიდეს და საზოგადოებას ამადლიდნენ პარლამენტში შესვლას. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახევი იყო არა იმით, რომ დესტრუქციულ გეგმებზე ხელი აეღოთ, არამედ იმით, რომ უბრალოდ, პასუხს ვერ სცემდნენ საკუთარ ამომრჩეველს. რასაკვირველია, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი კვლავ შეინარჩუნებენ დესტრუქციულ დღის წესრიგს და შესაბამისად, კვლავაც ეცდებიან, რომ ამის საუკეთესო პლატფორმა ქუჩაში იპოვონ და არა კონსტრუქციული მუხტის შემოტანით“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები