დავით ზილფიმიანი: შევქმნათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ციხეებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების შემსწავლელი კომისია

„მე მხარს დავუჭერ და იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგებიც დამიჭერთ მხარს, მ შეიქმნას, ზოგადად, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ციხეებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დავით ზილფიმიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის მთავარი მიზანი არის მსჯავრდებულ სააკაშვილის ციხიდან დახსნა და ამას არავინ მალავს.

„ამისთვის პირველი ნაბიჯი არის მსჯავრდებულის წამების ფაქტების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნა. მიმაჩნია, რომ მსჯავრდებულის წამების ფაქტების შესწავლა კეთილშობილური საქმეა და აუცილებლად დავუჭერ მხარს. მინდა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ციხეებში მსჯავრდებულების წამების ფაქტები შევისწავლოთ. საჩქარო არაფერია.

დრო დადგება ალბათ და აღნიშნულ მსჯავრდებულზეც შევისწავლით ფაქტებს იმიტომ, რომ სხვები ამას დიდი ხანია ელიან. პარლამენტის სირცხვილია, რომ ციხეში წამების ფაქტები დღემდე არ არის კომისიის მიერ შესწავლილი პარლამენტში. ეს უნდა იყოს ზოგადი. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ვიწროპარტიული ინტერსებიდან გამომდინარე პარლამენტს გავაკეთებინოთ ისეთი რამ, რაც ჩემთვის იქნება საინტერესო და ზოგადად, ქვეყნისთვის არა”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები