დავით მათიკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა” დღესაც უარს აცხადებს კონსტრუქციულ საპარლამენტო მუშაობაზე”

????????????????????????????????????

„2020 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე საზოგადოებამ დაინახა პასუხისმგებლობის ორგვარი ინტერპრეტაცია, ერთი მხრივ, მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რაც არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების” მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით გამოიხატა და, მეორე მხრივ, სრული უპასუხისმგებლობა და ღრმა დესტრუქცია, რითაც არჩევნებში დამარცხებულმა, თუმცა, 35 საპარლამენტო მანდატის მქონე ,,ნაცმოძრაობამ,, დაამახსოვრა თავი როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე ყველა პარტნიორს და მეგობარს”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან   ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, პირდაპირ დაიმსახურა „დემოკრატიის მნგრეველის” სახელი.

„ის პირდაპირ დაადანაშაულეს ამაში. პარტიული ინტერესების და პარტიის ბელადის უარგუმენტო პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, რევოლუციისა და რევანშის სურვილით შეპყრობილმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი ინტერესი ქვეყნისა და ხალხის ინტერესზე მაღლა დააყენა და მსოფლიო თანამეგობრობის მიერ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების მიუხედავად, უარი განაცხადა მანდატით სარგებლობაზე ანუ უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს მის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი სახე დაანახა საზოგადოებას, როცა მათ უარი განაცხადეს იმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, რომელმაც არჩევნების პროცესი გამოიძია. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” დღესაც უარს აცხადებს კონსტრუქციულ საპარლამენტო მუშაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები