ნიკა მაჭუტაძე: საქართველოს პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელიც რუსეთის სახელის ხსენებასაც კი ვერ ბედავს

საქართველოს პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელიც რუსეთის სახელის ხსენებასაც კი ვერ ბედავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

„1801 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ პირველად ხელყო ქართული სახელმწიფოებრიობა, არ შეჩერებულა ქართველი ხალხის ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების აღსადგენად თუ მოსაპოვებლად. თავისუფლებისათვის იბრძვის დღეს მოძმე უკრაინელი ხალხი, დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას უწევს თითქოსდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და შემოთავაზებულ ტექსტში რუსეთის ფედერაციის სახელის ხსენებასაც კი ვერ ახერხებს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მიმდინარე ოკუპაციის პირობებში. ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებად სახელდებული პოლიტიკური ძალა, 21-ე საუკუნის პარლამენტში ვერ ახერხებს, დაასახელოს ოკუპანტი ქვეყანა”, საპარლამენტო უმრავლესობას ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვა და მსოფლიოს წინაშე წარმოდგენა არ შეუძლია,”- განაცხადა მაჭუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები