ლევან ხაბეიშვილი – სახელისუფლებო გუნდს: იმისთვის ხართ დაქირავებული, რომ დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს

„თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა და 50 თეთრიდან გახდა 1 ლარი, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი და ეს უკვე აისახა მათ ქვითრებზე, გაძვირდა დასუფთავების გადასახადი იურიდიული პირებისთვის, რაც დამატებით ტვირთად დააწვება ბიზნესსა და შემდეგ უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისებით სარგებლობენ, გაძვირებულია საწვავი და პირველადი მოხმარების პროდუქტები. ამ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება”, – ამის შესახებ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემებს ხელისუფლება უნდა აგვარებდეს. „რეალობაში, იმისთვის ხართ დაქირავებული, რომ დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც სახურავი არ აქვს, ვინც სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ვისაც 1 ლარად და 40 თეთრად კვებავთ. ეს არის რეალობაში თქვენი სამსახური”, – მიმართა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები