ამირან გამყრელიძე – ეპიდვითარებაზე: მიუხედავად იმისა, რომ 164 000 აქტიური შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სისტემა მუშაობს და უძლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, ძირითადი დატვირთვა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა.

“ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ კლინიკებში მძიმე შემთხვევების რაოდენობა არ იმატებს. ძირითადი დატვირთვაა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე. მიუხედავად იმისა, რომ 164 000 აქტიური შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სისტემა მუშაობს და უძლებს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები