კელი დეგნანი: დროა, საქართველოში ყველა პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

 

„საქართველოსთვის, ისევე – როგორც რეგიონისთვის, კრიტიკული დროა იმ საფრთხის გამო, რაც რუსეთიდან მოდის”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა პარტია უნდა გაერთიანდეს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივად იმუშაოს.

„საქართველოსთვის, ისევე – როგორც რეგიონისთვის, კრიტიკული დროა იმ საფრთხის გამო, რაც რუსეთიდან მოდის. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების თანამშრომლობასა და კოორდინაციას აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილურობის ქვაკუთხედია. ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად რუსეთი ქმნის. ახლა დროა, საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, აგრესიული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საქართველოს ეკონომიკურ-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს არის საფრთხეები, რომლის წინაშეც საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას და მათი შემცირება ასევე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ერთიანობას”, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები