გრიგოლ ვაშაძე: მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა

“მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა, პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებას.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს.

„როცა პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ ჩაბმული და ამომრჩეველს ხმებს სთხოვ, შემდეგ ამ ხმებს რეალიზაცია უნდა და 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ.
ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა, გამოსვლა და ისევ შესვლა. პარლამენტში ან ხარ, ან არ ხარ. ადამიანი ნახევრად ორსულად არ შეიძლება, იყოს. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის, ან გაქვს, ან არ გაქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ის, რომ ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე, სულ მცირე, ექვსი წელიწადია, მძვინვარებს საქართველოში, ეკონომიკურთან და სოციალურ კრიზისთან ერთად, გადავლახოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები