ირაკლი ღარიბაშვილს “კორონავირუსი” დაუდასტურდა, – პრემიერ-მინისტრი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი 2021 წლის აპრილშიც გადაიტანა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი “ფაიზერის” ორი დოზით აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები