პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

“გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც შეწყალებაა, შესაძლოა იყოს, ან უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური მიდგომის მანიშნებელი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, ,,ტვ პირველს“ დაუყოვნებლივ, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები