იაგო ხვიჩია – “ნაცმოძრაობის” პარლამენტში შესვლაზე: ცოტათი დაგვიანებულია, ასე წელიწად-ნახევრით, თორემ ისე სწორი გადაწყვეტილებაა

“ცოტათი დაგვიანებულია, ასე წელიწად-ნახევრით, თორემ ისე სწორი გადაწყვეტილებაა, ალბათ”, – ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.

როგორც ის აცხადებს, პარტია „ნაცმოძრაობის“ ინიციატივას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მხარს მომავალი თანამშრომლობის იმედით დაუჭერს.

„ძალიან პატიოსან გარიგებას ვთავაზობთ [„ნაციონალურ მოძრაობას“]. მე არ მივიღებ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ჩემი პოზიცია იცით – მე არ მგონია აუცილებელი ამისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული ინტერესი აქვს იმისთვის, რომ ამ კომისიაში იმუშაოს. მათ ამისთვის სჭირდებათ ჩემი თანხმობა, ისევე როგორც მომავალში, როცა მე დამჭირდება რაღაცაზე მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მე დამჭირდება მათი თანხმობა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა შევძლო. ამიტომ, ამას ვუყურებ, როგორც სამართლიან და ორივე მხარისთვის მომგებიან ბარტერს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები