ლევან დავითაშვილი: 2021–ში გვქონდა ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2021 წელს საქართველოში არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და აღდგენა გვაქვს.

“ეკონომიკური ზრდის მონაცემები იცით, 2021 წლის, დღეის მდგომარეობით, ანუ წინასწარი შეფასებებით რაც გვაქვს ეს არის 10.6%, ამით ჩვენ შევძელით, რომ ეკონომიკის აღდგენა რეალურად მოგვეხდინა და პანდემიამდელ მაჩვენებელს 3.6%–ით უსწრებს ეკონომიკა, შესაბამისად, მოხდა ის, რომ ის დანაკარგი, რაც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი”, – აცხადებს დავითაშვილი.

ასევე, როგორც დავითაშვილი ამბობს,  გამართლდა მთავრობის პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნებოდა და, მისი თქმითვე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი უფრო ზუსტი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების.

“ბოლო მონაცემებით, დეკემბრის მონაცემები საქსტატმა უკვე შეაფასა და 9.6% იყო ეკონომიკური ზრდა 2020 წელთან შედარებით, ამან მოგვცა საბოლოოდ ის სურათი, რომ ჩვენი პროგნოზი რაც იყო, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა 2021 წელს სრულად გამართლდა, ჩვენი პროგნოზი ბევრად უფრო ზუსტი იყო ვიდრე ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზები, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ, თუმცა დაზუსტდა დღეს მონაცემები და მართლაც, ჩვენ გვქონდა არამარტო საქართველოში, არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ეკონომიკის აღდგენა 2021 წელს”, – ამბობს ლევან დავითაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები