საუდის არაბეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები ისარგებლებენ
საუდის არაბეთში 1-ელი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები ისარგებლებენ.
ამის შესახებ სამეფოს ტრანსპორტის გენერალურ სამმართველოში განაცხადეს.
“1-ელი თებერვლიდან “ბუსტერ” დოზით ვაქცინაცია, ასევე, ოფიციალური „იმუნური სტატუსი“იქნება სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისთვის. გამონაკლისი კეთდება მხოლოდ მათთვის, ვინც თავისუფლდება ვაქცინაციისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება ეხება მატარებლებს, ტაქსებს, მანქანების დაქირავებას, მათ შორის, ნებისმიერ სამგზავრო ტრანსპორტირებას, შიდა და საქალაქთაშორისო ავტობუსებს და ბორნებს.
გარდა ამისა, სატრანსპორტო უწყების ცნობით, არავაქცინირებულ ან არასრულად აცრილ ადამიანებს ასევე ეკრძალებათ დეპარტამენტის შტაბ-ბინაში, სატრანსპორტო კომპანიებისა და სერვისების შენობებში, მანქანების გაქირავების პუნქტებსა და გადამზიდავ ოფისებში შესვლა.