პარლამენტი ჯაფარიძის, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის: ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.

შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც, არასაპატიო მიზეზით, სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონმდებლები დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გამო, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იმსჯელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები