კრიზისი უკრაინაში: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს არ დათესოს პანიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ დათესოს პანიკა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან არმიის მობოლიზების ფონზე.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაცია გარდაუვალ შემოჭრაზე ქვეყანაში უკრაინის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთი შესაძლოა მომდევნო თვეში მეზობელ ქვეყანას თავს დაესხას. მაგრამ რუსეთი უარყოფს რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს ომი არ სურს.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 000 სამხედრო პირის მობილიზება მოახდინა, ხოლო ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ამაში უფრო დიდ საფრთხეს ვიდრე ეს იყო, გასულ გაზაფხულს, ანალოგიური მობილიზების ფონზე.

“პატივსაცემი ქვეყნების ლიდერებისგან მოდის ინფორმაცია, რომ ხვალ იქნება ომი. ეს პანიკაა- რამდენი დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას?”, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე კიევში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები