„უსაფუძვლოა ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით“ – ეროვნული მუზეუმის განცხადება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს განცხადებას და უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას „დაკარგულ“ ექსპონატებზე.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს, სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.

ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი – ხუთი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მუზეუმი ავრცელებს  2021 წლის 20 მაისს  გამოქვეყნებული განცხადების ბმულსაც:
http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=105&info_id=16022&fbclid=IwAR0b5XeCm6DLZwxhriYmyjAzGKtHwofNcQsrJNmwPxitScrfvfTYuM9XSTo

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები