ინფექციონისტი: ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ

ინფექციონისტი, ოთარ ჩოკოშვილი კოვიდინფიცირებულების რეკორდულ ზრდასა და გაუარესებულ ეპიდვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

„ეს არის, ძირითადად, „ომიკრონის“ შტამით განპირობებული შემთხვევები, რომელიც სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. უმეტესად, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობითაც გამოირჩევა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. სამწუხაროდ, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული, მათ – ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასეთ ადამიანებს აქვთ მაღალი რისკი, რომ შეექმნათ უფრო მეტი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ, შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება”, – განაცხადა ჩოკოშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები