სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების გადაადგილება კვლავ შეინიშნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების გადაადგილება კვლავ შეინიშნება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„ვადასტურებთ ჯარიაშენში „ბორდერიზაციას“. ფაქტს ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ინციდენტი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 იანვრის შეხვედრაზე. ცხადია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – აცხადებენ სუს-ში.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის სასაფლაოსთან დაახლოებით 50 მეტრში რუსეთის მესაზღვრეებმა გაუგებარი დანიშნულების თხრილი გაავლეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ “ბორდერიზაცია” უკვე რამდენიმე დღეა, შეინიშნება და სოფლის სასაფლაოს მახლობლად ოკუპანტების კუთვნილი ტექნიკა გუშინ ღამითაც შენიშნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები