რა პერიოდშია რეკომენდებული “ბუსტერის” დამატება – ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაცია

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ზოგადად, “ბუსტერ” დოზის გაკეთება კორონავირუსის გადატანიდან ერთ თვეშია დაშვებული.

ამასთან, მისი განმარტებით, მძიმე ფორმით გადატანის ან გახანგრძლივებული კოვიდის შემთხვევაში, ვაქცინაცია შესაბამის სპეციალისტთან ერთად, ექიმის კონსულტაციით უნდა ჩატარდეს.

„ვაქცინის გაკეთება დაავადების გადატანიდან ერთ თვეშია დაშვებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანმა მძიმე ფორმით გადაიტანა ან აქვს გახანგრძლივებული კოვიდი, ასეთი შემთხვევები ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. უნდა ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან ერთად და გადაწყდეს, თუ რამდენ ხანში გაკეთდეს ვაქცინა. სხვა გაურთულებელ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის გასვლის შემდეგაა შესაძლებელია ვაქცინისა და, მათ შორის, “ბუსტერ” დოზის გაკეთება“, – განაცხადა გოგინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები