თენგიზ ცერცვაძე – “პანდემიის განვითარების პიკი ჯერ კიდევ წინ არის”

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე, “ომიკრონის” სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, აცხადებს, რომ პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

“დინამიკა ისეთია პანდემიის განვითარების, რომ პიკი ჯერ წინ გვაქვს ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან საზოგადოებას ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გარდაცვალებების თავიდან აცილების საუკეთესო გზა აცრაა.

„მოსალოდნელია შემთხვევების მატება. კოვიდგადატანილებში არ ვიცით ჩვენ, ყველგან იქნება თუ არა კარგი გამოსავალი და რომ არ გვექნება გარდაცვალების შემთხვევები. ვაქცინაციის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არცერთი გარდაცვალება არ გვექნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები