ბადრი ჯაფარიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რეზოლუციაში ჩაიწეროს, რომ საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ტექსტში ჩაიწეროს, თუ ვისგან მომდინარეობს ესკალაციისა და ომის საშიშროება.

“რეზოლუციის ტექსტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გუშინ, 14:00 საათზე შემოგვთავაზა, განვიხილეთ და კონსენსუსთან ძალიან ახლოს ვიყავით. მასში საუბარი იყო, თუ საიდან მოდის ესკალაციის საფრთხე და ომის საშიშროება. შემდგომ ეს ტექსტი წარმოდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის ხსენების გარეშე. თუკი რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციას არ ჩავწერთ, როგორც დაძაბულობის, ესკალაციის, საომარი მოქმედებების წყაროს, მაშინ გაურკვეველია, რით იქნება განსხვავებული საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის იმ განცხადებებისგან, რომელიც ამბობს, რომ საფრთხე მოდის არა რუსეთის ფედერაციიდან, არამედ კიევიდან, ნატო-დან და აშშ-დან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწეროს, რომ საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები