ივანე ჩხაიძე: ვიმყოფებით კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე – ინფიცირების მაქსიმალური ციფრი შეიძლება იყოს 18 000-დან 30 000-მდე ფარგლებში
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს.
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე და სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ინფიცირება კიდევ მოიმატებს. ჩვენთან მატება დაიწყო 4 იანვრიდან და მატების პერიოდად შეიძლება განისაზღვროს 3-დან 5 კვირამდე. ინფიცირების მაქსიმალური ციფრი შეიძლება იყოს 18 000-დან 30 000-მდე ფარგლებში”,- განაცხადა ჩხაიძემ.