დავით უსუფაშვილი: იმ ვითარებაში, როცა ჩვენ უკვე ვართ ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც სიტყვა “რუსეთს” არ ახსენებს, არის სრულიად გაუგებარი

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტი შეაფასა.

მისი თქმით, რეზოლუციაში რუსეთის, როგორც საფრთხის წყაროს არხსენება მისთვის გაუგებარია.

“საქართველოს მხრიდან საჭიროა რაც შეიძლება მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა. იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე ვართ აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც სიტყვა “რუსეთს” არ ახსენებს, როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროს და საფრთხეს, არის სრულიად გაუგებარი”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები