საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 699 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, „პისიარ“-ტესტით – 29 065.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო შვიდი დღის – 20,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 110 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა, 14 840 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები