თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

 

დღეს, 12:00 საათიდან 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„27 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანულას დასახლებაში N10-ის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ტუმბო-აგრეგატებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 იანვარს დღის 12:00 საათიდან 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: გლდანულას დასახლებას, გლდანის ხევის ქუჩას, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯრავას მე-3 შესახვევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები