იმნაძე: „პისიარ“ ტესტი 100%-იანი გარანტია არ არის

100%-იანი ცხოვრებაში და მითუმეტეს მედიცინაში არაფერი არსებობს. 100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის, რომელიც ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული უამრავი დაავადებების დიაგნოსტიკის და მათ შორის კოვიდის შემთხვევაში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას – რამდენად შესაძლებელია რომ ტესტმა ვირუსი ვერ „დაიჭიროს“.

„მაგალითად ერთ ჩემს შვილიშვილს დადასტურებული აქვს კოვიდ-ინფექცია, ხუთი წლის არის და მეორეს, რომელიც ორი წლის არის, ახველებს და კლასიკური სურათი აქვს კოვიდის და ძმასთან, კოვიდიანთან იყო კონტაქტში, არ დაუდასტურდა. მე ვთვლი, რომ მასაც კოვიდი აქვს და იზოლაციაში იმყოფებიან ბავშვები.

ზამთარია და ამ პერიოდში დადის დაახლოებით 200 სხვადასხვა ვირუსი, რომელსაც შეუძლია ე.წ. გაციება გამოიწვიოს. სხვათა შორის გრიპის ვირუსიც უკვე საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები