იტალიაში საქართველოს ელჩმა და კონსულმა სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს

იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი მოინახულეს, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან.

“საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს.

იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები