თელავში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

 

თელავში ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სადისტრიბუციო ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფები დაშავდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები