სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრისგან პასუხს ხვალ, 15:00 საათამდე ელოდებიან. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სამინისტროსგან პასუხს არ მიიღებენ, დევნილები აცხადებენ, რომ მინისტრის კაბინეტში შესვლას შეეცდებიან.

„ჩვენი გეგმები არის, რომ ჯანდაცვის მინისტრო ხვალ, სამ საათამდე ველოდებით პასუხს. ამის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან და ჩვენს იურისტებთან ერთად შემოვდივართ თქვენ კაბინეტში, კმარა სიცრუე და სიცრუის ლაპარაკი. ხვალ, სამ საათზე გველოდეთ. ნუ დაგვიყენებთ დაცვას აქ – შემოგვიშვით, რადგან ჩვენც ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ“, – მიმართა აქციის მონაწილე ესმა ხორავამ მინისტრს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები