“ჩვენ ვრჩებით ერთგულ და სანდო პარტნიორებად, რომლებიც მიმართულნი არიან მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას საქართველოსა და რეგიონში” – შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
“ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა გეოანასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მხარდაჭერისთვის ნატო-ს მიმართ მადლიერება გამოვხატეთ. ჩვენ ვრჩებით ერთგულ და სანდო პარტნიორებად, რომლებიც მიმართულნი არიან მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას საქართველოსა და რეგიონში”, – წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.