„ყველასათვის საყვარელი მსახიობის ამ ბიუსტთან უნდა გავჩერდეთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“

1990 წლის 26 იანვარს მსახიობი და რეჟისორი, დავით (დოდო) აბაშიძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 32 წელი გავიდა. მსახიობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი გოგიტა მელიქიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„თბილისში, ვერის უბანში, მელიქიშვილის გამზირზე დგას ცნობილი ქართველი მსახიობის – დოდო აბაშიძის ეს ბიუსტი, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ მას უყურადღებიდ ვერ გაუვლით. უყურადღებოდ გავლა კი არა და, ყველასათვის საყვარელი მსახიობის ამ ბიუსტთან უნდა გავჩერდეთ და პატივი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას, რადგან დღეს – 26 იანვარს დოდო აბაშიძის ხსოვნის დღეაა“, – წერს გოგიტა მელიქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები