ელდარ შენგელაიას დაბადების დღე და ფოტო გადასაღები მოედნიდან

26 იანვარი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა.
„ვულოცავთ ბატონ ელდარს დაბადების დღეს და გთავაზობთ ფოტოს მხატვრული ფილმის – „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ გადასაღები მოედნიდან“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის გვერდზე.
დღეს ელდარ შენგელაიას 89 წელი შეუსრულდა.
იგი არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: „თეთრი ქარავანი” (1964), „მიქელა” (1965), „არაჩეულებრივი გამოფენა” (1969), „შერეკილები” (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983), „ექპრეს-ინფორმაცია” (1993), ვიდეოფილმისა „9 აპრილის ტრაგედია” და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა: „მიქელა”, „ექპრეს-ინფორმაცია”; პროდიუსერი ფილმებისა: „სკამი”, „ერთი ლეღვი გზაზე”, „საშობაო საჩუქარი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები