ხუთშაბათს გახდება ცნობილი, როდის გამოვა საპარლამენტო ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა” – ხატია დეკანოიძის

ხუთშაბათს გავაგრძელებთ მსჯელობას და ვფიქრობ, რომ ცნობილი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ჩვენი საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე, როდის გამოვა ბოიკოტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ფრაქციის საქმიანობა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში ფრაქციის გაფართოებული შეკრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა სხდომას.

„განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. პირველი საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ჰქონდა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე. ფრაქციის წევრებს გავაცანი რა მდგომარეობაა ამ საგამოძიებო კომისიაზე დღეისდღეობით. წინა კონსულტაციები ოპოზიციასთანაც იყო და არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებებიც, მაგრამ ერთიანი შეკრული მოსაზრებაა, რომ პარლამენტში ოპოზიციის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები